ღონისძიებები

ღონისძიება

გიორგი ასტამაძის წიგნის „გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს: საქართველოს დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია

27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წიგნის სახლში„ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის, გიორგი ასტამაძის წიგნის „გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს: საქართველოს დამოუკიდებლობა და გერმანულ-ქართული კავშირი სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია.


განრიგი

12:00-12:15 ღონისძიების გახსნა

  • პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
  • ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
  • შტეფან მალერიუსი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი.

 

12:15-13:30 მოხსენება  

თემა: გერმანულ-ქართული თანამშრომლობის შესახებ პირველი მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე, 1918 წელს

მომხსენებლები:

  • დოქტორი გიორგი ასტამაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი;
  • პროფესორი სტივენ ჯონსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საქართველოს შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.

 

შეხვედრის მოდერატორი  პროფესორი ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი

პრეზენტაციისა და მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.


ავტორის შესახებ

გიორგი ასტამაძემ 2008 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრის და 2011 წელს – მაგისტრის (2011) ხარისხი. 2014 წელს – კარლსრუეს უნივერსიტეტის (KIT) მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში, 2021 წელს კი – ამავე უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორის ხარისხი თემისთვის „გერმანულ-ქართული თანამშრომლობა 1918 წელს“ საბოლოო შეფასებით magna cum laude. სხვადასხვა წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სამაგისტრო და ბადენ-ვიურტემბერგის მიწის სადოქტორო სტიპენდიების მფლობელი. ერთი მონოგრაფიის, რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი და წყაროთა კრებულის თანაავტორია. 2021 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და მონაწილე საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა.


წიგნის შესახებ

წიგნი 2022 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა ბრილ-შონინგის გამომცემლობამ. ის ეფუძნება ავტორის მიერ კარლსრუეს უნივერსიტეტში დაცულ სადოქტორო დისერტაციას, შეიქმნა გერმანული, ქართული, ავსტრიული და სხვა ქვეყნების არქივების ფუნდამენტური კვლევის შედეგად.

წიგნს გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.


სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 27 მაისი, 12:00-13:30

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები