სიახლეები
ახალი ამბები
ნანა სარალიშვილი
ორი წლის მანძილზე ნანა სარალიშვილი თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი და ადენაუერის ფონდის სტიპენდიის მფლობელი იყო.
მან სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა თემაზე „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში და ამ მოძრაობის ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1960-70-იან წლებში“ და ბოლო სემესტრი მეორე ადგილით დაასრულა. ამის გამო ანალიტიკურმა ცენტრმა „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) გადასცა 1500 ლარის ოდენობის ჯილდო.
ნანამ სრული სასწავლო დაფინანსება მოიპოვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU, ვენა) შედარებითი ისტორიის მიმართულებაზე. საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად მას თვეში 300 ევროს ოდენობის სტიპენდია გამოუყო მამუკა ხაზარაძემ, ასევე თვეში 300 ევროს სტიპენდიით დააფინანსა ადენაუერის ფონდმა. გარდა ამისა, პროფესორ სტივენ ჯონსის მიერ ორგანიზებული ფანდრაიზინგით შეერთებულ შტატებში 5000 დოლარი შეაგროვეს: პროფესორმა ქრისტოფერ პაილმა და სინდი პაილმა, პროფესორმა ფრედერიკ მაკგინესმა და კაროლ სტროუმ, ირინა პოროხოვამ და დიმიტრი რაბინმა, პროფესორებმა – პიტერ სკოტომ, ჯონათან ლიპმანმა, ედვინა კრუიზმა, ასევე თორნიკე გოგიჩაიშვილმა და მარუსია ჭავჭავაძემ, (“საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აღმასრულებელი დირექტორი”).
თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა და ნანა დიდ მადლობას ვუხდით დონორებს.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნანა სწავლას განაგრძობს დოქტორანტურაში და გამოიკვლევს საქართველოში რელიგიების ისტორიას.