მისამართი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 თბილისი 0162, საქართველო
სამუშაო საათები
- ორშაბათი 10:00 - 18:00
- სამშაბათი 10:00 - 18:00
- ოთხშაბათი 10:00 - 18:00
- ხუთშაბათი 10:00 - 18:00
- პარასკევი 10:00 - 18:00
- შაბათი დასვენება
- კვირა დასვენება
შეტყობინება
ხშირად დასმული კითხვები
-
როგორ ჩავაბარო?
თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ უნდა ჩააბაროს:
ინგლისური ენის გამოცდა (ტესტი, B2 დონე, ქულების მინიმუმ 71%) ან წარმოადგინოს შესაბამისი სერთიფიკატი;
შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა.პროგრამაზე მიღების განაცხადის გასაკეთებლად, აპლიკანტებს ევალებათ ქართულ ენაზე CV-ს და 400 სიტყვამდე სამოტივაციო წერილის წარმოდგენა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
-
რამდენია შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის ზღვარი?
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი თითოეულ კომპონენტში (ინგლისურის ტესტირება და ზეპირი გამოცდა) მიიღებს დადებით შეფასებაზე (ინგლისური ენის ტესტირება – 71% და ზეპირი გამოცდა 51%) ნაკლებ ქულას, ის გამოირიცხება კანდიდათა სიიდან.
-
რამდენს შეადგენს სწავლის საფასური?
თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის საფასური გახლავთ 2250 ლარი. საფასურის გაყოფა შესაძლებელია 2, 4, 6 და პირველ სასწავლო წელს 7, ხოლო მეორე სასწავლო წელს 10 თანაბარ ნაწილად.
-
არის თუ არა რაიმე სახის სტიპენდია?
დიახ, არის. კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას 250 ევროს ოდენობით. თითოეულ კურსზე სულ სწავლობს ათი სტუდენტი, აქედან რეიტინგით სამი საუკეთესო მიიღებს კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიას. სტიპენდიის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში.
-
სად შეიძლება დასაქმდეს პროგრამის კურსდამთავრებული?
პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:
საჯარო და კერძო სექტორებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში
კვლევით ცენტრებში (think tanks)
არასამთავრობო სექტორში
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში
საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში – უნივერისტეტებში, სკოლებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში და ა.შ.
პროგრამის გახსნიდან პირველივე სემესტრში ორი სტუდენტი დასაქმდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრში.
ამასთანავე, პროგრამაზე მოსწავლე საუკეთესო სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ანაზღაურებად კვლევით პროექტებში, იმუშავებენ წამყვან პროფესორებთან ერთად, რაც მათ პროფესიულ დახელოვნებასა და წარმატებული კარიერის განვითარებაში დაეხმარება.