სიახლეები
სტიპენდია
ლევან და მარინა მიქაბერიძეების სახელობის სტიპენდია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორის, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძის მიერ დაარსებული მშობლების, ლევან და მარინა მიქაბერიძეების სახელობის სტიპენდია შეიძლება მოიპოვოს სამაგისტრო პროგრამის იმ ორმა სტუდენტმა, რომლებიც ვერ შეძლებენ კონრად ადენაუერის ფონდისა და პროფესორ სტივენ ჯონსის მიერ დაწესებული სტიპენდიების მიღებას.
ლევან და მარინა მიქაბერიძეების სტიპენდია გაიცემა ყოველ სემესტრში და მისი მოცულობა შეადგენს თვიურად 200 ლარს.
“სულ რამდენიმე რამაა განათლებაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ჩემი მშობლები სულ ამას უსვამდნენ ხაზს, ამიტომ ვიფიქრე, მართებული იქნებოდა მათი პატივისცემა და დავაწესე დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა ახალ თაობას დაეხმარება. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, როგორ შეიძლება დაფინანსებამ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. კოლეჯში განათლების მიღების საფასური ბევრი სტუდენტისა და მათი ოჯახებისთვის მიუწვდომელია, მაგრამ საჭირო დახმარებით ისინი თავიანთი ოცნებების განხორციელებას შეძლებენ. მე მინდა მივცე მაგალითი, იმედი მაქვს, სტუდენტი, რომელიც მიიღებს დაფინანსებას დღეს, დაბრუნდება და მომავალში იმავეს გააკეთებს სხვა სტუდენტისთვის.
რუსთველმა სწორად ბრძანა: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია.“ – ალექსანდრე მიქაბერიძე