სიახლეები
ახალი ამბები
გიორგი ჭკადუა და გამომცემლობა „არტანუჯი“
გიორგი ჭკადუა ორი წლის მანძილზე ლიდერთა შორის იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეიტინგში და ფლობდა ადენაუერის ფონდის სტიპენდიას. მისმა სამაგისტრო ნაშრომმა „მიხეილ ვორონცოვი და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნა კავკასიაში“ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გიორგის 2500 ლარის ოდენობის ჯილდოს გადასცემს გამომცემლობა „არტანუჯი“.
„არტანუჯის“ დამფუძნებელმა ბუბა კუდავამ გამომცემლობაში უმასპინძლა თანამედროვე საქართველოს ისტორიის სტუდენტებს და საჩუქრად გადასცა ალექსანდრე მიქაბერიძისა და ნიკა ხოფერიას წიგნი „ნაპოლეონის მარშლები“. საუბარი შედგა თანამშრომლობის გეგმებზე. „არტანუჯი უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ჩვენი პროგრამის სტუდენტებს კარიერის დასაწყებად: გამომცემლობის კარი ღია იქნება მათი პოპულარული თუ სამეცნიერო ჟანრის ნაშრომებისთვის, პროექტებისა და ინიციატივებისთვის. რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა უკვე დამუშავების პროცესშია.
თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი იქნება გიორგი ჭკადუას სამაგისტრო ნაშრომის წიგნად გამოცემა.
გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე განაგრძობს სწავლას და სრულად შეისწავლის ვორონცოვის მეფისნაცვლობის პერიოდის საქართველოს ისტორიას. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იქნება ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე. გიორგი სადოქტოროზე სწავლის პერიოდშიც ადენაუერის ფონდის სტიპენდიატი იქნება.