სიახლეები

LIVE-შეხვედრა: თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა

25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ.

პროგრამის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამამ ახლახან მიიღო აკრედიტაცია და სტუდენტებს უკვე შემოდგომის სემესტრიდან მიიღებს.

პროგრამაში გაერთიანებულია მსოფლიოს მასშტაბით თემის შესახებ არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები.

პროგრამა ორენოვანია – სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური – და ითვალისწინებს ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლას ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ჭრილში. საკითხები განხილული და დანახული იქნება მსოფლიოსა და სამეზობლოში მიმდინარე პროცესების პარალელურად. გარდა თეორიული ცოდნისა, თითოეულ სილაბუსში გათვალისწინებულია კვლევის კომპონენტი. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად აუცილებელ კურსებს (საარქივო საქმე, კვლევის დიზაინი და ა.შ.).

Live-საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • ბექა კობახიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელი;
  • სტივენ ჯონსი – მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • მალხაზ თორია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ნათია ბურჯანაძე – ხარისხის მართვის სპეციალისტი.

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, 25 ივნისს, 19:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.

დრო: 25 ივნისი, 19:00 საათი

ადგილიილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი

ვიდეოები

important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები