პროგრამის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ქართველ და უცხოელ პროფესორთა მონაწილეობით 2019 წელს შემუშავდა. სამაგისტრო პროგრამა ორენოვანია – ქართული და ინგლისური. მასში გაერთიანებულია  თემის შესახებ მსოფლიო მასშტაბით არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები.

პროგრამაზე სწავლებისას გამოიყენება თანამედროვე საერთაშორისო ლიტერატურა და ქართველ მეცნიერთა საუკეთესო ნაშრომები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წყაროებზე მუშაობისა და კვლევის კომპონენტებს.

პროგრამის კურსდამთავრებულები თავისუფლად შეძლებენ მშობლიურ და უცხო ენებზე კვლევების წარმოებას, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, სამეცნიერო სტატიების რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებას, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას დასავლურ უნივერსიტეტებში  და დასაქმების კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

პროგრამის მიზნები
________________________________

სამაგისტრო პროგრამის მიზანია აღზარდოს მკვლევართა ახალი თაობა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მიღწევების შესწავლას, ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით კვლევების წარმოებასა და ინტერნაციონალიზაციას.

სწავლა

ფილტრაცია arrow icon
    important news icon

    მნიშვნელოვანი სიახლეები