სტივენ ჯონსი პროფესორები
რუსისტიკის მიმართულებით
-
სტივენ ჯონსი 1989 წლიდან მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორია. იგი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური საზოგადოებების მკვლევარია და რეგულარულად უწევს კონსულტაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის ელჩებს.
1989-1991 წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, ჯონსი თანამშრომლობდა პერიოდულ შემდეგ გამოცემებთან: New York Times, the McNeil-Lehrer News Hour, and National Geographic; მისი ანალიზი ასახულია New York Times-ის მიერ 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოს მომავალს ეძღვნება; იგი მიწვეული იყო BBC-ის ახალი ამბების ხუთ გამოშვებასა და ამერიკის სხვადასხვა რადიო და სატელევიზიო არხის პროგრამებში (მათ შორის NPR-ის გადაცემაში Weekend Edition). 1996 ივლისში ჯონსი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის სტატუსით საქართველოს ესტუმრა კავკასიაში რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე ეკონომიკური რეფორმის ზეგავლენის შესაფასებლად. მომდევნო წელს კი, როგორც გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტი, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს ეწვია, რათა შეეფასებინა ლტოლვილების მდგომარეობა. ჯონსის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს ოფიციალურ პირებთან, რათა განხორციელდეს საარქივო მასალების იდენტიფიცირება, შენახვა და კატალოგიზაცია, ასევე თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყნის არქივებსა და ბიბლიოთეკებში. 2003-2004 წლებში მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით საქართველოში ორი საზაფხულო პროგრამა განახორციელა, რომელთგან მეორე რელიგიური ტოლერანტობის თემას ეხებოდა. 2011 წელს ჯონსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს. იმავე წელს მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ჯონსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული კრებულის, „ქართლის ცხოვრების“ ინგლისური თარგმანის რედაქტორია (ქართული ტექსტის რედაქტორია როინ მეტრეველი).
მაუნთ ჰელიოკის კოლეჯამდე ჯონსი საბჭოთა პოლიტიკის საკითხებს ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (სანტა კრუზი, 1986), ლონდონის უნივერსიტეტსა (1986-1988) და ოქსფორდის უნივერსიტეტში (1988-1989). მას მიღებული აქვს ჰარვადის, ლონდონის, ოქსოფორდის უნივერსიტეტების, ასევე IREX-ის სმით რიჩარდსონის ფონდის და პრინსტონის მოწინავე/პერსპექტიული კვლევევების უნივერსიტეტის არაერთი გრანტი, სტიპენდია თუ ჯილდო. ჯონსის მშობლიური ენა ინგლისურია. იგი თავისუფლად მეტყველებს ქართულად და კითხულობს რუსულად და ფრანგულად.სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
მაუნთ ჰელიოკის კოლეჯში ჯონსი უძღვება შემდეგ სალექციო კურსებს: ნაციონალიზმი: აღმოსავლეთი და დასავლეთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და საბჭოთა იმპერიის აღმავლობა და დაცემა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
-
რჩეული პუბლიკაციები
- Socialism in Georgian Colors: The European Road to Social Democracy, 1883–1917, Cambridge: Harvard University Press, 2005 („სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“
- War and Revolution in the Caucasus: Georgia Ablaze, (ed.) London: Routledge, 2010 („ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში“ (რედ.)
- Georgia: A Political History of Independence, London: I.B. Tauris, 2012 („საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“)
- The Making of Modern Georgia: The First Georgian Republic and Its Successors, 1918–2010, (ed.) London, Routledge, 2014 (თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები, 1918-2010″ (რედაქტ.)
ახალი ამბების ბმულები
- “Professor writes on Georgia’s “failed experiment,”Office of Communications and Marketing, January 8, 2015
- “Professor Speaks on Russian Rubble Collapse,”Office of Communications and Marketing, December 19, 2014
- “Experts Divided Over Whether Sanctions Against Russia are Working,“Voice of America, October 15, 2014
- “Difficult Dialogues: Stephen Jones on Recent Developments in Russia & Ukraine,“Office of Communications and Marketing, October 13, 2014
- “South Ossetia’s unwanted independence,”Open Democracy, June 10, 2014
- “Russia’s unhealthy foreign policy will come back to haunt it soon,”The Conversation, April 29, 2014
- “Violence in Ukraine,”WGBY 57, March 17, 2014
- “Stephen Jones Speaks on Violence in Ukraine,” Office of Communications, February 21, 2014
- “Georgia through a glass, darkly,” OpenDemocracy, November 18, 2013
- “Former Soviet Republic’s Democratic Transition Questioned,“NPR, August 8, 2013
- “Jones Chronicles Modern History of Georgia,” Office of Communications, November 27, 2012
- “Stephen Jones Takes a Fresh Look at Russo-Georgian War,”Office of Communications, August 24, 2010
- “MHC’s Jones Speaks on Attack on Tskhinvali,”Georgian Daily Independent Voice, September 1, 2009
- “Biden Remarks Anger Russian Officials,” Voice of America,August 13, 2009
- Jones Speaks on Obama and Russian Relations,” Voice of America, December 4, 2008
- “Clash in the Caucasus: Georgia, Russia, and the Fate of South Ossetia,”Origins, October 22, 2008
- “Yurt Construction,” Flickr, September 24,2008
- “A Tragedy For All,”Radio Free Europe Radio Liberty, August 10, 2008
- “Four MHC Professors Celebrated,” Office of Communications, April 27, 2007
- “Stephen Jones,” Office of Communications, April 27, 2007
- “MHC Research Trio Spnd Summer in Georgia,” Office of Communications, June 13, 2006
- “MHC Georgian Social Democracy Expert Gets Kudos,” The Moscow Times, March 2, 2006
- “Stephen Jones Reads at Odyssey February 23,” Office of Communications, February 21, 2006
-
სამაგისტრო პროგრამის კურსები:
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საბჭოთამდელი ქართული საზოგადოება (1890-1921)
- ახალი საქართველო (1985-2012)