სიახლეები

სტიპენდია

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდია

საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიულ წარსულს, მის შესწავლასა და მასზე ერთგვარი რეფლექსიით ისტორიის სწორ გააზრებას. კონრად ადენაუერის ფონდი მოხარულია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახით შეიძინა ძალიან სანდო პარტნიორი, რომელთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებშიც უამრავ ახალ პროექტსა და ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. 2020 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდმა დააწესა სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს თანამედროვე ისტორიის სწავლებით დაინტერესებული წარჩინებული ახალგაზრდებისთვის.ვიმედოვნებთ, რომ ეს სტიპენდია სტუდენტებისთვის დიდი მხარდაჭერა იქნება. მისი მეშვეობით ისინი შეძლებენ  კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებასა და სადიპლომო ნაშრომებზე ეფექტურად მუშაობას. თანამედროვე ისტორიის სფეროში მიღებული ცოდნით კი სტუდენტები ავტომატურად ჩაერთვებიან ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მშენებლობაში.

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ლარის ოდენობით. თითოეულ კურსზე სულ  ათი სტუდენტი სწავლობს, მათგან  რეიტინგით სამი საუკეთესო მიიღებს კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიას. სტიპენდიის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

ვებგვერდი:  https://www.kas.de/ka/home

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის რეგიონული პროგრამის დირექტორის, ტომას შრაპელის მიმართვა:

 

ვიდეოები

important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები