სიახლეები
სტიპენდია
სტივენ ჯონსის სახელობის სტიპენდია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელის, სტივენ ჯონსის მიერ დაარსებული სტიპენდია შეიძლება მოიპოვოს სამაგისტრო პროგრამის იმ ორმა სტუდენტმა, რომლებიც ვერ შეძლებენ კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაწესებული სტიპენდიის მიღებას.
სტივენ ჯონსის სტიპენდია გაიცემა ყოველ სემესტრში და მისი მოცულობა თვიურად 200 ლარია.
„მთელი ჩემი ცხოვრება დამოკიდებული ვიყავი დაფინანსებაზე. სხვების ხელგაშლილობამ და ჩემს განათლებაში ინვესტირებამ ჩამომაყალიბა როგორც მოქალაქე და როგორც განათლებული ადამიანი. ამგვარი ფინანსური დახმარების გარეშე ჩემი სამყარო იქნებოდა უფრო ვიწრო და ვერასოდეს მივაღწევდი საქართველოს ნაპირებს. ვფიქრობ, ყველას აქვს განათლების უფლება, მიუხედავად მათი სოციალური და ეკონომიკური სტატუსისა. განათლებამ შეიძლება ყველა პრობლემა არ გადაჭრას, მაგრამ მის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ წარმოვიდგინოთ და შევქმნათ უკეთესი ადგილი ჩვენთვის ან ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, ჩემი მცირე შენატანით დავეხმარები ქართველ სტუდენტებს იპოვონ თავიანთი მიზნები და იცხოვრონ ამ მიზნების მისაღწევად.“- სტივენ ჯონსი