კვლევები
კვლევითი პროექტები
„საბჭოთა საქართველოს ისტორია 1921-1991“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე განახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით პროექტს „საბჭოთა საქართველოს ისტორია 1921-1991“. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იქნება პროფესორი სტივენ ჯონსი, ბექა კობახიძე და ირაკლი ირემაძე. ქართველ და უცხოელ ავტორთა თანამშრომლობით შეიქმნება ფუნდამენტურ კვლევაზე დაფუძნებული სამეცნიერო წიგნიქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს იქნება საბჭოთა საქართველოს სამოცდაათწლიანი ისტორიის სიღრმისეული კვლევის პირველი მცდელობა. თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები კვლევით ასისტენტებად დასაქმდებიან, მიიღებენ შრომით ანაზღაურებას და იმუშავებენ ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორებიც არიან: სტივენ ჯონსი, რონალდ სუნი, ტიმოთი ბლაუველტი და ა.შ.