საქართველოს საზოგადოება მეფის რუსეთში (1801-1890)
კურსის ხელმძღვანელი პროფესორი ოლივერ რაისნერი
სავალდებულო კურსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ქართველ და უცხოელ პროფესორთა მონაწილეობით 2019 წელს შემუშავდა. სამაგისტრო პროგრამა ორენოვანია – ქართული და ინგლისური. მასში გაერთიანებულია თემის შესახებ მსოფლიო მასშტაბით არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები.
პროგრამაზე სწავლებისას გამოიყენება თანამედროვე საერთაშორისო ლიტერატურა და ქართველ მეცნიერთა საუკეთესო ნაშრომები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წყაროებზე მუშაობისა და კვლევის კომპონენტებს.
პროგრამის კურსდამთავრებულები თავისუფლად შეძლებენ მშობლიურ და უცხო ენებზე კვლევების წარმოებას, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, სამეცნიერო სტატიების რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებას, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას დასავლურ უნივერსიტეტებში და დასაქმების კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრებას.
პროგრამის მიზნები
________________________________
სამაგისტრო პროგრამის მიზანია აღზარდოს მკვლევართა ახალი თაობა, რომელიც შეძლებს საერთაოშიროსო ისტორიოგრაფიის მიღწევების შესწავლას, ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით კვლევების წარმოებასა და ინტერნაციონალიზაციას.
________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახები: A 204, A 201,
☏ (+995 32) 222 00 09 (200)
✉ info.arts_sciences@iliauni.edu.ge
✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
✉ gabriel.chubinidze@iliauni.edu.ge