სიახლეები

ახალი ამბები

თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს!

2022 წლის 14 ივლისს გაიმართა თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.

სტუდენტებს აფასებდა კომისია ასეთი შემადგენლობით: პროფესორები – მალხაზ თორია, ტიმოთი ბლაუველტი, ბექა კობახიძე, სტივენ ჯონსი და ალექსანდრე მიქაბერიძე. უკანასკნელი ორი ამერიკიდან ჩაერთნენ დაცვის პროცესში.

პირველ კურსდამთავრებულთა შორის მოხვდა შვიდი სტუდენტი: მეგი ბენია, ბექა გაბელია, გოჩა ვანაძე, ნინუცა ზაკალაშვილი, ნანა სარალიშვილი, გაბრიელ ჩუბინიძე, გიორგი ჭკადუა.

სამაგისტრო პროგრამის მეგობრებმა და პარტნიორებმა სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით საუკეთესო სამი სტუდენტისთვის ფულადი ჯილდოები დააწესეს:

საუკეთესო ნაშრომისთვის დაჯილდოვდა გიორგი ჭკადუა თემით „მიხეილ ვორონცოვი და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნა კავკასიაში.“ მას 2500 ლარის ოდენობის ჯილდოს გადასცემს გამომცემლობა „არტანუჯი“;

მეორე ადგილზე გავიდა ნანა სარალიშვილი. მისი საკვლევი თემა იყო: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში და ამ მოძრაობის ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1960-70-იან წლებში“. მას 1500 ლარს გადასცემს ანალიტიკური ცენტრი „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS);

მესამე ადგილზე გავიდა გაბრიელ ჩუბინიძე. მისი სამაგისტრო ნაშრომი იყო „აფხაზეთის ომი: ქაოსი და ჩართული მხარეები“. მასს 1000 ლარს გადასცემს ლინეუსის უნივერსიტეტის (შვედეთი) ლექტორი და დოქტორანტი ნათია გამყრელიძე.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ულოცავს პირველ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მადლობას უხდის დონორებს მათი წახალისებისთვის!

 

 

important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები