სიახლეები

ახალი ამბები

გაბრიელ ჩუბინიძე, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, Farig-ის ესეების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა გაბრიელ ჩუბინიძემ Farig-ის ესეების ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა.

გაბრიელმა ნაშრომი „აფხაზეთის ავტონომია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ ჩვენი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეასრულა, კონკურსში გაიმარჯვა და 500 ბრიტანული ფუნტით დაჯილდოვდა. Farig-ი, 2000 წელს დაარსებული სამეცნიერო საქველმოქმედო ფონდი, ეხმარება ახალგაზრდა ქართველოლოგებს. Farig-ის ესეების კონკურსი ტარდება 40 წლამდე ასაკის მეცნიერებისთვის და წელიწადში ერთხელ ავლენს საუკეთესო ესეის ავტორს.

გაბრიელ ჩუბინიძის ნაშრომი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: http://www.farig.org/essay-prize

Farig-ის თავმჯდომარეა ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი მაიკლ ვიკერსი, მდივანი – ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ედმუნდ ჰერციგი. ფონდის საბჭო დაკომპლექტებულია ოქსფორდისა და სხვა წამყვანი ბრიტანული უნივერსიტეტების პროფესორებით.

 

important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები