სიახლეები
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდია

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ წარმატებული სტუდენტებისთვის დააწესებს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ლარის ოდენობით.
სტიპენდიას ყოველთვიურად მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც სამაგისტრო პროგრამის შიდაშესარჩევ პროცედურებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. სტიპენდიის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში.