ღონისძიებები

პრეზენტაცია

„ერების რეკონსტრუქცია“- ონლაინპრეზენტაცია

10 ივნისს, 19:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოეზია პრესის ორგანიზებით გაიმართება ტიმოთი სნაიდერის წიგნის „ერების რეკონსტრუქცია” ქართული თარგმანის ონლაინპრეზენტაცია.

გამოცემის შესახებ

„ერების რეკონსტრუქცია“ მოგვითხრობს, როგორი გავლენა იქონია ისტორიამ თანამედროვე პოლონეთის, ლიეტუვის, უკრაინისა და ბელარუსის ჩამოყალიბებაზე. რა გზა გაიარეს? რა გადაწყვეტილებები მიიღეს და როგორ? რატომ იბრძოლეს ერთმანეთში და სხვებთან? როგორ შერიგდნენ? როგორ განჭვრიტეს მომავალი? – ეს კითხვები ყველა თანამედროვე ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, ხოლო პასუხებზე ბევრადაა დამოკიდებული მათი ბედი და ხვალინდელი დღე.

საქართველოსთვის ჩვენი მეგობარი ერების ისტორიის ამ კუთხიდან დანახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა დასკვნები და გაკვეთილები უნდა გამოიტანოს ჩვენმა ქვეყანამ?

განრიგი

 

მოდერატორი: პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე

მისალმება:  

  • პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  • დოქტორი შტეფან მაისტერი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი
  • ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი

მთავარი მომხსენებელი: პროფ. ტიმოთი სნაიდერი, წიგნის ავტორი

მთავარი მომხსენებელი მიმოიხილავს წიგნში წარმოდგენილ ძირითად კონცეფციებსა და არგუმენტებს, მათი მნიშვნელობას და ბმას საქართველოსა და მცირე პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან.

გამომსვლელები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე:

  • პოლონეთმა თავისი „აღმოსავლური  პოლიტიკის“ გამოისობით შეძლო მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებაც და ევროპული მისწრაფებების ხორცშესხმაც. რა აკავშირებს ერი-სახელმწიფოების ფორმირების ამ პოლიტიკასა და 1990-იან წლებში პოლონეთის სახელმწიფოს ხელახლა დაბადებას პოლონეთისა და შვედეთის მიერ ინიცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან? როგორ ხედავდა იმ დროს პოლონეთი საკუთარ როლს ევროკავშირში და რა როლი აკისრია მას ახლა? როგორ მოხდა, რომ მეხსიერებამ „დიადი წარსულის“ შესახებ მომავლის გზა არ დაჩრდილა? რა შეიძლება ისწავლოს აქედან საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა? – პოლონეთის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მარიუშ მაშკიევიჩი;
  • ლიეტუვამ შეძლო, წარმატებით გადაელახა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი სირთულეები და ევროკავშირისა და ნატოს წევრი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი საერთაშორისო მდგომარეობა საკმაოდ განსხვავებული იყო, რთულ სამეზობლოში მცირე ქვეყნების ერ-სახელმწიფოებად ფორმირების პროცესზე დაკვირვება დღესაც მნიშვნელოვანია. რამ შეაძლებინა ლიეტუვას წარმატებით „ემართა“ მეხსიერების პოლიტიკა და მშვიდობიანი განვითარების კურსი შეენარჩუნებინა? როგორ რჩებიან ისტორიკოსები ისტორიკოსებად? როგორ არის შესაძლებელი საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხილვა ერი-სახელმწიფოს ფორმირებისა და შიდა კონფლიქტების კონტექსტში? – პროფ. ვიოლეტა დავოლიუტე, ვილნიუსის უნივერსიტეტი;
  • საქართველო ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებსაც საკუთარი „წარსული ყოფთ“ – 100 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებულ მეხსიერებაში არსებული განსხვავებები დღემდე ასაზრდოებს კონფლიქტებს ქვეყნის აღიარებულ საზღვრებში. რა როლი ეკისრებათ ისტორიკოსებსა და პოლიტიკოსებს ამ პროცესში? შესაძლებელია, რომ ისტორია „დავუტოვოთ ისტორიკოსებს“, როგორც ეს პოლონელებმა და მათმა მეზობლებმა  შეძლეს და განაგრძეს პოლიტიკური ცხოვრება? რა სახის კანონზომიერებები და დაბრკოლებები იჩენს თავს პოსტსაბჭოთა საქართველოში ერი-სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე? როგორ აფერხებს საშინაო კონფლიქტები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს? – გიორგი კანდელაკი, პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი;
  • სამხრეთ კავკასიამ, როგორც რეგიონმა, ასევე იწვნია „მეხსიერების პოლიტიკის“ შედეგები. რამდენად ამყარებს ერთმანეთს ერი-სახელმწიფოს მშენებლობა და ძლიერი ნაციონალიზმი? როგორ შეძლებენ ერები ამ მანკიერი წრის გარღვევას? რა გაკვეთილის გამოტანას შეძლებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები „ერების რეკონსტრუქციიდან“? რა როლი ენიჭება საქართველოს ამ პროცესში? – დოქტ. ბექა კობახიძე

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3yWVM21

დეტალები

  • სამუშაო ენაქართული, ინგლისური
  • ფორმატიდისტანციური, პლატფორმა ზუმის გამოყენებით და ფეიბსუქლაივი

ვიდეოები

important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები