ღონისძიებები
საჯარო ლექცია
THE GREAT GAME კავკასიაში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას.
მეშვიდე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ასტამაძე.
თემა: The Great Game კავკასიაში. გერმანიის კავკასიური მისია გეოპოლიტიკურ კონტექსტში
ლექციის შესახებ
1917 წელს რუსეთის იმპერიაში მომხდარმა პოლიტიკურმა ძვრებმა ძირეულად შეცვალა ვითარება მთელ მსოფლიოში. ამასთან შეიცვალა ძალთა ბალანსი პირველი მსოფლიო ომის მხარეებს შორის აღმოსავლეთის ფრონტებზე – რუსეთის ყოფილ დასავლეთისა და სამხრეთის გუბერნიებში, რომელთაც ლტოლვა გაუჩნდათ დამოუკიდებლობისკენ.
ამ პერიოდში იწყება დაპირისპირება, ერთი მხრივ, ცენტრალური ევროპის ქვეყნების, ხოლო, მეორე მხრივ, ინგლისისა და საფრანგეთის მიერ გამოთავისუფლებული ზონების დასაკავებლად. 1917 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ ინგლისელების წინააღმდეგ არაბეთის ნახევარკუნძულსა და პალესტინაში განცდილი სამხედრო მარცხებისა და გავლენების დაკარგვის შემდეგ ოსმალეთის ინტერესმა გადაინაცვლა ჩრდილოეთისკენ, კავკასიის მიმართულებით.
1918 წლის დასაწყისისთვის კავკასიაში იკვეთებოდა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ოსმალეთისა და ბოლშევიკური რუსეთის ინტერესები. ამ განსაკუთრებულ მოვლენას მშვენივრად ესადაგება ტრადიციული საისტორიო ტერმინი – The Great Game, ოღონდ არა, კლასიკური გაგებით, ცენტრალურ აზიაში, არამედ ამჯერად კავკასიაში, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ.
მომხსენებლის შესახებ
ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ ბმულზე: http://tiny.cc/zqymsz
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი
დეტალები
- დაწყების დრო14 აგვისტო 19:00