ღონისძიებები
საჯარო ლექცია
სამხედრო სისტემა საქართველოში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მერვე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დიმიტრი სილაქაძე.
თემა: სამხედრო სისტემა საქართველოში რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში
ლექციის შესახებ
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები გააუქმა და საკუთარ მმართველობას დაუქვემდებარა. ამ პროცესს მაშინვე არ მოჰყოლია იმპერიაში არსებულ სარეკუტო სისტემაში ქართველების ჩართვა. რუსებმა ქართველების გაწვევა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. ამის მიუხედავად, ქართველები მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში მონაწილეობდნენ კავკასიის საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე რუსების მიერ წარმოებულ ბრძოლებში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ იდეალზე – მილიციურ სისტემაზე დროებით უარი თქვა და ორი ტიპის პარალელური სამხედრო ორგანიზაცია შექმნა.
მომხსენებელი განიხილავს, თუ როგორ იცვლებოდა სამხედრო სისტემა საქართველოში 1801-1921 წლებში. რა პოლიტიკური, სოციალური და სამხედრო ფაქტორები ახდენდა გავლენას ამ ცვლილებაზე და როგორი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამხედრო სამსახურისადმი.
მომხსენებლის შესახებ
ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ ბმულზე: http://tiny.cc/r14osz
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი
დეტალები
- დაწყების დრო19 აგვისტო 19:00