ღონისძიებები

პრეზენტაცია

CAUCASUS SURVEY სპეციალური ნომრის პრეზენტაცია

ბრიტანეთში გამომავალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის CAUCASUS SURVEY სპეციალური ნომრის ,,ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა“ პრეზენტაცია.

2018 წლის 24 მაისს კარლის უნივერსიტეტში (პრაღა) გაიმართა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მომხსენებელთა შორის იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის პროფესორები და ლექტორები (ადრიან ბრისკუ, ტიმოთი ბლაუველტი, სარა სლაი და ბექა კობახიძე). აღნიშნულ მოხსენებათა პუბლიკაციას კავკასიის რეგიონის მიმოხილვით დაკავებულმა ერთ-ერთმა მთავარმა ჟურნალმა Caucasus Survey (Routledge, Oxford) დაუთმო სპეციალური ნომერი, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა.

15 ივლისს, 18:30 საათზე, ადრიან ბრისკუ, კარლის უნივერსიტეტისა (პრაღა) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, წარადგენს აღნიშნულ გამოცემას.

კორონავირუსით განპირობებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სამუშაოების პროექტის სესია ვირტუალურად გაიმართა.

2020 წელი

ვიდეოები

important news icon

მნიშვნელოვანი სიახლეები