ღონისძიებები
დისკუსია
აგვისტოს ომის გაკვეთილები
2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებულ რუსეთ-საქართველოს ომის თორმეტი წლისთავთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ აკადემიურ დისკუსიას „აგვისტოს ომის გაკვეთილები“.
დისკუსია წარიმართება ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით.
მასში მონაწილეობას მიიღებენ:
- როი ალისონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი
ავტორი სტატიებისა „რუსეთის აღმასვლა? მოსკოვის მიერ განხორციელებული „საქართველოსათვის მშვიდობის იძულების“ კამპანია“ და „რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში: საერთაშორისო სამართალი, ნორმები და პოლიტიკური გათვლები“.
- სტივენ ჯონსი, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – თანამედროვე საქართველოს ისტორია –თანახელმძღვანელი
ავტორი წიგნისა „საქართველოს ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“.
- რობერტ სერვისი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი
ავტორი წიგნისა „კრემლის ზამთარი: ვლადიმირ პუტინის მეორედ მოსვლა“.
- რონალდ სუნი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – თანამედროვე საქართველოს ისტორია –მოწვეული ლექტორი
ავტორი წიგნისა „ქართველი ერის ჩამოყალიბება“.
მოდერატორი: პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
დრო: 7 აგვისტო, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდი
დეტალები
- დაწყების დრო7 აგვისტო 19:00
- სამუშაო ენაინგლისური
- ფორმატიდისტანციური
- დასწრებათავისუფალი