ნინუცა ზაკალაშვილი

კურსდამთავრებული
  • ნინუცა ზაკალაშვილი ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს სოციალურ მეცნიერებებში. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე.

    უნივერსიტეტში სწავლისას მას მრავალფეროვანი ინტერესები ჩამოუყალიბდა. მესამე კურსზე ე.წ. ჯუნიორპროექტი ქართული მითოლოგიის კვლევას დაუთმო და დაწერა ნაშრომი მითოსის სამყაროზე ვაჟა-ფშაველას მწერლობაში. უნივერსიტეტის დამამთავრებელ წელს  დაინტერესდა საბჭოთა კავშირის კულტურისა და პოლიტიკის ისტორიით, განსაკუთრებით კი პროპაგანდისტული მწერლობით. მეოთხე კურზე დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი „მარქსისტულ-ნაციონალისტური ნარატივი ‘სამამულო ომის’ და ომის შემდგომი პერიოდის ქართულ სოცრეალისტურ მწერლობაში“. კვლევის ფარგლებში  იმუშავა ჟურნალ „მნათობში“ 40-იან წლებში გამოქვეყნებულ ომის ლიტერატურაზე.  პარალელურად მუშაობდა კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც შეიძინა საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის უნარ-ჩვევები. ამჟამად მისი აკადემიური ინტერესის სფეროებია: საბჭოთა კვლევები, ლიტერატურათმცოდნეობა, ძალაუფლების თეორიები, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია.