შოთა კინწურაშვილი მოწვეული ლექტორები

  • შოთა კინწურაშვილი, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს (LMU) უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი, ქრისტიანული სოციალური ეთიკის მიმართულებით მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე: „ქრისტიანული სოციალური ეთიკის ამოცანა ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ ქვეყანაში (საქართველოს მაგალითზე), მართლმადიდებლური სოციალური გზავნილის ძიებაში”. 2015-18 წლებში სწავლობდა აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KU), სადაც შუა საუკუნეებისა და უახლესი პერიოდის ეკლესიის ისტორიის მიმართულებით დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: „ეკუმენური ღიაობიდან ანტიეკუმენურ აჯანყებამდე / საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და ეკუმენური დიალოგი მეოცე საუკუნეში” და თეოლოგიის ლიცენციანტის აკადემიური ხარისხი (Lic. Theol) მიენიჭა.

    2017 წელს ჩაირიცხა დორმტუნდის სოციალური ინსტიტუტის საზაფხულო აკადემიაში, მიმართულება: ევროპის საერთო სოციალური სული და ქრისტიანული ეკლესიის სოციალური სწავლება; აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თეოლოგიურ კონფერენციებში, ასევე გერმანული, რუსული და ინგლისური ენიდან თარგმნის თეოლოგიური შინაარსის ტექსტებს, განსაკუთრებით ეკლესიის ისტორიის, ქრისტიანული სოციალური ეთიკისა და სოციალური სწავლების კუთხით. წლების განმავლობაში იყო გერმანული სასწავლო-სამეცნიერო ფონდების სტიპენდიატი: Johann Adam Möhler Institut, Renovabis, Collegium Orientale.

    სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

    • შუა საუკუნეებისა და უახლესი პერიოდის ქრისტიანული ეკლესიის ისტორია
    • თანამედროვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია
    • ქრისტიანული სოციალური ეთიკა
    • ეკლესიის სოციალური სწავლება
    • გათავისუფლების თეოლოგია
    • ეკუმენური და ინტერრელიგიური დიალოგი

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    shotakinwoo@gmail.com

  • რჩეული პუბლიკაციები 

    წიგნები 

    • Kintrsurashvili Shota: Von ökumenischer Offenheit bis zum antiökumenischen Aufstand / Die Georgisch-Orthodoxe Kirche und der ökumenische Dialog im 20. Jh. (იბეჭდება)
    • მსოფლიოპატრიარქი ბართლომე: შეხვედრა საიდუმლოსთან – მართლმადიდებლობა მესამე ათასწლეულში (მთარგმნელი და გამომცემელი შ. კინწურაშვილი) 09.01.2019, თბილისი

    თარგმანები

    • ზიზიულასი იოანე: მართლმადიდებლური თეოლოგიის ამოცანა თანამედროვე ევროპაში; ჟურნალი „საბა“, N1, იანვარი 2016
    • ზიზიულასი იოანე: ჩვენ გვჭირდება თეოლოგი ეპისკოპოსები და თეოლოგი მღვდლები; გამოქვეყნდა ინტერნეტპორტალზე: palamacentre.com
    • ზიზიულასი იოანე: მართლმადიდებლობას არ უნდა ეშინოდეს დიალოგის! გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • ზიზიულასი იოანე: მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის სექტად გარდაიქმნება; გამოქვეყნდა ინტერნეტპორტალზე: orthodoxtheology.ge
    • ზიზიულასი,იოანე: მე ჩემი ღვთისმეტყველებით ვემსახურები ეკლესიას!; ინტერვიუ გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • ქრისტიანული სოციალური ეთიკის სამუშაო ჯგუფი: ქრისტიანული სოციალური ეთიკის მნიშვნელობა საზოგადოების, უნივერსიტეტის, ღვთისმეტყველებისა და ეკლესიისათვის; გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: ეკოლოგიური პრობლემების დასაძლევად ჩვენ უნდა შევიცვალოთ აზროვნება და ცხოვრების წესი; გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: მართლმადიდებლობა და ადამიანის უფლებები, (მოხსენება წაკითხულ იქნა კონრად ადენაუერის ფონდში, ბერლინი06.2017); გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტობას არა დიალოგი, არამედ მისი უარყოფა და იზოლაციის არჩევა უქმნის საფრთხეს; გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • პაპიფრანცისკე: წადით პოლიტიკაში და იბრძოლეთ სამართლიანობის, ადამიანის ღირსებისა და ღარიბებისათვის! გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • პაპიფრანცისკე: ადამიანური სიხარბე, სოლიდარობის ნაკლებობა და ეგოიზმი სიღარიბეს შობს; ინტერვიუ გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • პაპიფრანცისკე: სოლიდარობა სიცოცხლისათვის აუცილებელი სათნოებაა; გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • ბენედიქტეXVI/იოზეფ რატცინგერი: მოხსენება მართლმადიდებელი და ორიენტალური ეკლესიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას; გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • ბენედიქტეXVI/იოზეფ რატცინგერი: ღმერთი ნაპირზე რჩება (ინტერვიუ); გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • ბენედიქტეXVI/იოზეფ რატცინგერი: ქრისტიანული სარწმუნოება და ევროპა; ჟურნალი „საბა“, N2, თებერვალი 2016
    • პოტერინგი, ჰანს-გერტ: ევროპის ქრისტიანული საფუძვლები და ღირებულებები; გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
    • კარდამიკისი,არსენიოსი: მართლმადიდებელი ეკლესიისა და ღვთისმეტყველების მნიშვნელობა ევროპისათვის; გამოქვეყნდა მთარგმნელის პირად ბლოგზე: https://shotakintsurashvili.wordpress.com
  • სამაგისტრო კურსი:

    XIX-XX საუკუნეების საქართველოს რელიგიის ისტორია (ერთი სემესტრი) , 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრი

    ქრისტიანული სოციალური ეთიკა (მართლმადიდებლური, კათოლიკური და ევანგელური ეკლესიის ხედვები), 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრი