მალხაზ თორია პროფესორები
ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით
-
მალხაზ თორია დაიბადა 1978 წლის 30 აგვისტოს სოხუმში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო (PhD) დისერტაცია თემაზე „დროის აღქმა და ისტორიის კონცეფცია შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში“ („ქართლის ცხოვრების“ ისტორიოგრაფიული ტრადიციის მიხედვით). 2006-2008 წლებში იგი ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორია ისტორიის მიმართულებაზე და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD, OSF, Fulbright, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში, როგორებიცაა: Central Europena University (ბუდაპეშტი, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი, გერმანია), The New School for Social Research (ნიუ იორკი, აშშ), The Harriman Institute, Columbia University (ნიუ იორკი, აშშ); UC Berkeley (ბერკლი, აშშ), Mount Holyoke College (საუთ ჰედლი, აშშ), Humboldt University (ბერლინი, გერმანია). მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა სხვადახვა აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში.
მალხაზ თორიამ 2019-2021 წლებში გაიარა The New School for Social Research-ის (ნიუ იორკი, აშშ) სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2021 წლის შემოდგომიდან ამავე უნივერსიტეტში სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე „ისტორია, მეხსიერება და განმსაზღვრელი მოვლენები: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გენეალოგია საბჭოთა იმპერიის დასაწყისსა და დასასრულს შორის“. ნაშრომის მიზანია საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში განვითარებული კონკრეტულ მოვლენებში (მე-20 საუკუნის 20-30-იან; 50-იან; 70-იან და 80-იან წლებში) ქართულ-აფხაზური ისტორიული დებატების როლის სოციალური მიკროისტორია და ისტორიულ-სოციოლოგიური რეკონსტრუქცია და ანალიზი.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
მალხაზ თორიას სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ისტორიული აზროვნება და დისკურსი შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოში; ისტორია „პოსტ-სიმართლის ეპოქაში; მეხსიერების პოლიტიკა, წარსულის ინსტრუმენტალიზაცია და კონფლიქტები პოსტსაბჭოთა საქართველოში; რუსული და საბჭოთა იმპერიული მემკვიდრეობების როლი საქართველოში ეთნიკური და კულტურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში; თანამედროვე აფხაზეთში გამყოფი მიჯნების/საზღვრების, „განდევნისა“ და ეთნიკური წმენდის პოლიტიკა; საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილების მეხსიერებები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
malkhaz_toria@iliauni.edu.ge -
შერჩეული პუბლიკაციები
- “Narrating Conflicts in Post-Truth Era: Facing Revisionist Russia (Ukraine and Georgia in a Comparative Perspective)”. In History as an Instrument of the Contemporary International Conflicts, edited by Jan Rydel, the European Network of Remembrance and Solidarity (ENRS), 2021 (თანაავტორი, იბეჭდება)
- “In Search of Ethnic Roots: Instrumentalisation of the History and Politics of Exclusion in Georgia’s Breakaway Region of Abkhazia”. The Instrumentalisation of the Past and Political Mobilisation, special issue of Euxeinos. Governance and Culture in the Black Sea Region, edited by Cécile Druey and Eliane Fitzé. Nr. 29 – 07 (2020): 47-62.
- “Historical debates and the Likhni declaration as a decisive event in the Georgian-Abkhaz conflict”. In Identities and Representations in Georgia from the 19th Century to the Present, pp. 29-38, 2020. Berlin, Boston: De Gruyter Oldenbourg. doi: https://doi.org/10.1515/9783110663600-004
- “Between Traditional and Modern Museology: Exhibiting National History in the Museum of Georgia”. In Museums and Sites of Persuasion. Politics, Memory and Human Rights, edited by Joyce Apsel and Amy Sodaro. Routledge, Taylor & Francis Group, 2019, pp.39-54.
- “Trapped in the past: silenced voices of Georgian IDPs and dilemmas of social integration”. Nationalities Papers, 2019. 47, Issue 3 May 2019 , pp. 429-444. (თანაავტორი)
- Remembering Homeland in Exile: Recollections of IDPs from the Abkhazia Region of Georgia” in Journal on Ethnopolitics and Minority Issues in Europe, Vol 14, No 1, 2015, 48-70.
- The Soviet Occupation of Georgia in 1921 and the Russian-Georgian War of August 2008: Historical Analogy as a Memory Project“ in The Making of Modern Georgia, 1918–2012: The first Georgian Republic and its Successors. Ed. by Stephen F. Jones. London and New York: Routledge, Taylor & Francis Group, 2014, pp. 316-336.
პუბლიკაციების ვრცელი სია
- ისტორიული ნარატივის ტიპები და შუა საუკუნეების ქართული ისტორიული აზროვნება”. მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, N24, თბილისი, გვ. 512-526.
- “Projekty pamięci historycznej i polityka wykluczenia. Korzenie konfliktów etnicznych w Gruzji”, Między ideologią a socjotechniką. Kwestia mniejszości narodowych w działalności władz komunistycznych – doświadczenie polskie i środkowoeuropejskie, red. naukowa Magdalena Semczyszyn, Jarosław Syrnyk, Warszawa – Szczecin – Wrocław, 2014, 606 s. 523-531.
- “Suchumi: antikes Erbe und umkämpfter Ort am Schwarzen Meer”, in OST-WEST. Europäische Perspektiven Schwerpunkt: Hafenstädte in Mittel-und Osteuropa, 2/2013, pp. 135-142
- „საბჭოთა წარსული, მეხსიერების ადგილები და იკონოკლაზმი თანამედროვე საქართველოში“, ცივილიზაციური ძიებანი. N9, თბილისი, 2011. გვ. 22-28
- „დავით აღმაშენებლის ლიპარიტ ბაღვაშთან დაპირისპირების რეპრეზენტაცია და დამახსოვრების სტრატეგიები შუა საუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიაში“. პოლიტიკური თეოლოგია, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011. გვ. 203-217
- „ნორმან კოენის მილენიუმის ძიება“, მოდერნულობის თეორიები, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010. გვ. 116-127.
- “Using narratives of the past in conflict resolution and peace building process” in Conflict and Transformation: State Rhetoric, Search for Identity and Citizenship in the South Caucasus, Center for the Study of Caucasus and Black Sea Region. Tbilisi: The University of Georgia Press, 2010, pp. 227-232.
- „ქართულ-ოსური თანაცხოვრების პერსპექტივები ალტერნატიული სამშვიდობო ინიციატივების კონტექსტში“. კავკასიის ეთნოლოგიის კრებული, თბილისი, 2010. გვ.44-56.
- „იდენტობის ძიების და ეთნიკური მობილიზაციის როლი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის ესკალაციაში“. კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, თბილისი, 2009. გვ.113-125.
- „დროის აღქმისა და საისტორიო მწერლობის ურთიერთმიმართების პრობლემა შუა საუკუნეებში (პარალელები ქართულ და დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს შორის)”. საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, თბილისი, 2008.გვ. 47-54.
- „წარსულის დამახსოვრების ფორმები და ისტორიკოსის როლი კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბებაში შუა საუკუნეების ისტორიული ტექსტების მიხედვით”. ცივილიზაციური ძიებანი. N5, თბილისი, 2007. გვ. 50-53.
- „ეთნიკური წმენდის” თეორიული დასაბუთება თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში“(თ. აჩუგბას ნაშრომის მიხედვით). კავკასიის ეთნოლოგიური კრებული. X, თბილისი, 2007. გვ.57-79.
- “Identity, Similarity and Difference as Factors for Intercultural Dialogue” in Proceedings of Round Table “Caucasus – Perspective of Intercultural Dialogue”, Tbilisi, 2007, pp.44-48 (თანაავტორი).
- „წარსულის გააზრების და მეხსიერების პოლიტიკის როლი კონფლიქტური იდენტობების ფორმირებაში“ (ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითი). ცივილიზაციური ძიებანი. N 4, თბილისი, 2006. გვ. 19-28.
- „დროზე ზემოქმედების ფორმები ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა” და სნორი სტურლუსონის „ჰაიმსკრინგლაში”. ცივილიზაციური ძიებანი. N3, თბილისი, 2005. გვ. 7-13.
-
მიმდინარე სალექციო კურსები
საბაკალავრო კურსები:
- რა არის ისტორია და „ისტორიკოსის ხელობა“: წარსულის კვლევა თუ შექმნა?
- აფხაზეთის ისტორია: ქართული და აფხაზური პერსპექტივები
სამაგისტრო კურსები:
- თანამედროვე საისტორიო მეცნიერება: გამოცდილება და პერსპექტივები
- იმპერიული მემკვიდრეობები: პოლიტიკური და სიმბოლური საზღვრები პოსტ–საბჭოთა საქართველოში (აფხაზეთის მაგალითი)
- კოლექტიური მეხსიერება, იდენტობა და პოლიტიკა
- დროის აღქმა და ისტორიული აზროვნება შუა საუკუნეების ქართულ კულტურაში