სწავლა

სამხედრო საქმის განვითარება საქართველოში გვიანფეოდალური ხანიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის ჩათვლით

კურსის ხელმძღვანელილექტორი დიმიტრი სილაქაძე

  • 6 კრედიტი
  • წინაპირობის გარეშე

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა ეტაპობრივად მიადევნონ თვალი და დააგროვონ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდებოდა თანამედროვე სახის რეგულარული ჯარი საქართველოში. ამის მცდელობა იწყება გვიანფეოდალური ხანიდან, მაგრამ რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობის შემდეგ ფერხდება და რუსეთის იმპერია თავად იყენებს ქართულ სამხედრო ელემენტს . რეგულარული არმიის ჩამოყალიბება შესაძლებელი ხდება რუსეთის 1917 წლის რევოლუციების შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდში. სტუდენტები გაეცნობიან, რა სოციალ-ეკონომიკური, იდეოლოგიური, შიდა და გარე პოლიტიკური ფაქტორები უწყობდა და უშლიდა ხელს ამ პროცესს. ამასთან განიხილება მნიშვნელოვანი კონკრეტული ბრძოლები და სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები. სტუდენტები იმუშავებენ როგორც სამეცნიერო ლიტერატურაზე, ასევე პირველწყაროებზე. 

კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ

სილაბუსი Course syllabus