სწავლა
იმპერიული მემკვიდრეობის დანაწილება და ერი სახელმწიფოების ფორმირება: 1870-1920-იანი წლების ალბანეთი, ბოჰემიის მიწები და საქართველო
კურსის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ადრიან ბრისკუ
- 6 კრედიტი
- წინაპირობის გარეშე
კურსის მიზანია სტუდენტებს შედარებითი ისტორიული პერსპექტივით აჩვენოს და გააცნოს ევროპის სამი მცირე და ამასთანავე განსხვავებული ერის განვითარების ისტორია 1870-იანი წლებიდან 1920-იანი წლების დასასრულამდე. ინტერესის ობიექტად აღებული სამი ერი სამი სხვადასხვა იმპერიის ფარგლებში ყალიბდებოდა – ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ფარგლებში – ბოჰემიელები, ოსმალების ბატონობის ქვეშ –ალბანელები და რუსეთის იმპერიაში მცხოვრები ქართველები. სასწავლო პროცესში განიხილება მათ მიერ ერი-სახელმწიფოების ფორმირების გზაზე განვლილი გზა, ეროვნული ეკონომიკის განვითარება და მათი პოლიტიკური მისწრაფებები. კურსის მიზანია სტუდენტებს აჩვენოს იმპერიებიდან გამოსული მცირე ერების მიერ ერი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი და იმპერიული მემკვიდრეობის გარდაქმნის სირთულეები. სტუდენტები დაამუშავებენ თემის შესახებ არსებულ ავტორიტეტულ გამოცემებსა და მნიშვნელოვან საარქივო წყაროებს.
კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ
სილაბუსი