სწავლა
ჩრდილოეთ კავკასიის ისტორია მიურიდული (შამილის) ომებიდან რუსეთ-ჩეჩნეთის ომებამდე (ENG)
კურსის ხელმძღვანელილექტორი სარა სლაი
- 6 კრედიტი
- წინაპირობის გარეშე
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები შამილის ომებიდან რუსეთ-ჩეჩნეთის უკანასკნელ ომებამდე. კურსზე განხილული იქნება რეგიონის ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი. აქცენტი გაკეთდება ჩრდილოეთ კავკასიის როლზე რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების მიერ სამხრეთ კავკასიაში გატარებულ პოლიტიკაზე. სტუდენტები გაეცნობიან თემის შესახებ არსებულ საუკეთესო აკადემიურ ნაშრომებსა და საარქივო მასალებს. სპიკერებად მოწვეული იქნებიან უკანასკნელი პროცესების მონაწილე პირები, რომელთაგანაც სტუდენტები მოისმენენ ზეპირ ისტორიებს. კურსი ორიენტირებული იქნება ისტორიის კვლევის უნარების შეძენაზე.
კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ
სილაბუსი