სწავლა
ახალი საქართველო (1985-2012)
კურსის ხელმძღვანელი პროფესორი სტივენ ჯონსი
- სავალდებულო კურსი
- 6 კრედიტი
- საქართველოს საზოგადოება მეფის რუსეთში; (1801-1890) საბჭოთა საქართველოს ისტორია; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საბჭოთამდელი ქართული საზოგადოება (1890-1921)
კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ. სტუდენტები გაეცნობიან რევოლუციის თეორიებს, 1985-1991 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენების რეგიონულ და გლობალურ კონტექსტს. შესაბამისი პერიოდის საქართველოს შეისწავლიან, როგორც პოსტკოლონიურ, ტრანზიციულ ქვეყანას. გაეცნობიან 1991-დან 2012 წლამდე განვითარებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარდაქმნებსა და მის შედეგებს. მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა პოსტსაბჭოთა საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის განხილვას, სამოქალაქო ომს, ეთნიკურ კონფლიქტებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებს. სტუდენტები შეისწავლიან უკანასკნელ ათლწეულებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის განვითარებას, დაინახავენ რეგიონსა და მსოფლიო კონტექსტში საქართველოს როლს.
კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ
სილაბუსი