სწავლა

კავკასია XIX-XXI: ოკუპაციის, კონფლიქტებისა და საზოგადოებრივი განვითარების ისტორია

კურსის ხელმძღვანელიასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე

  • სავალდებულო კურსი
  • 6 კრედიტი
  • წინაპირობის გარეშე

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებისათვის კავკასიის პოლიტიკური სუბიექტებისა და ხალხების ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლა; დასავლეთ ევროპულ, რუსულ და ქართულ საარქივო პირველწყაროებზე მუშაობის მეშვეობით სტუდენტებში ანალიტიკური, კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება; დასავლურ აკადემიურ სივრცეში აღნიშნულ საკითხზე დღემდე დაწერილი საუკეთესო ნაშრომების გაცნობა; კავკასიურ პოლიტიკურ სუბიექტებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების, კონფლიქტების ისტორიის, მათი ფესვებისა და განმაპირობებელი მიზეზების განხილვა; კავკასიელ ხალხთა საზოგადოებრივი ევოლუციის გვიანფეოდალური პერიოდიდან 21-ე საუკუნემდე შესწავლა.

სტუდენტები გაეცნობიან რეგიონში არსებული სხვადასხვა ნაციონალური სუბიექტის ნაციონალისტურ ურთიერთგამომრიცხავ ისტორიოგრაფიულ ნარატივებს, ამ ნარატივთა გავლენას თანამედროვე პოლიტიკის შექმნაზე. კავკასიის ისტორია განხილული იქნება გლობალურ ისტორიაში მიმდინარე ტრანსნაციონალური პროცესების ფონზე.

 

კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ

სილაბუსი Course syllabus