ირაკლი ირემაძე

პროგრამის კოორდინატორი
  • ირაკლი ირემაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტია. მას პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    ირაკლი ირემაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე საქართველოს სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორია. ლექციებს კითხულობს კავკასიის უნივერსიტეტში. არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „რესპუბლიკა 100“-ის მკვლევარ/კონტრიბუტორი.

    ირაკლი ირემაძე 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელ ცენტრს. წლების განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონსულტანტი არჩევნების ისტორიის საკითხებში.

    2016-2018 წლებში ირაკლი ირემაძე იყო საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი, მომხსენებელი საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე. გამოქვეყნებული აქვს სტატიები, წიგნები (თანაავტორობით) და ალბომები (თანაავტორობით) ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არსებული რამდენიმე გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი.

    საკონტაქტო ინფორმაცია:

     irakli.iremadze@iliauni.edu.ge