სოფიო ცხვარიაშვილი

სტუდენტი
  • სოფიო ცხვარიაშვილმა 2018 წელს მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევრაზიისა და კავკასიური კვლევების სამაგისტრო ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომი: „ყარაბაღის კონფლიქტის გენდერული იმპლიკაციები: ალტერნატიული ფემინისტური პერსპექტივები”. ბოლო რამდენიმე წელი ჩართულია სამხრეთ კავკასიის საზოგადოებებს შორის სამშვიდობო დიალოგის ინიციატივებში. მუშაობს რედაქტორად და კოორდინატორად ანალიტიკურ ჟურნალში Caucasus Edition, არის ინიციატივა CaucasusTalks-ის ჯგუფის წევრი. მისი კვლევის ინტერესია სამხრეთ კავკასიის თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური ისტორია.