ნანა სარალიშვილი
კურსდამთავრებული
-
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. მესამე კურსი (2017-2018) ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაატარა შვედეთში, უფსალის უნივერსიტეტში,სადაც ძირითადად განვითარების კვლევებს სწავლობდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული პროექტებში, რომლებიც მეტწილად ეხებოდა საქართველოს რელიგიურ მრავალფეროვნებას. გავლილი აქვს მითების დეტექტორის სკოლა, რომლის კონკურსისთვის დაწერა სტატია სქესობრივი განათლების შესახებ არსებულ პოლიტიკაზე საბჭოთა კავშირიდან დღემდე.
აინტერესებს მრავალფეროვნება საქართველოში, მრავალფეროვნების ისტორია, განსაკუთრებით რელიგიური უმცირესობების გამოცდილებები, რელიგიური ინსტიტუციებისა და სახელმწიფოს ურთიერთობა. ასევე რა ცვლილებები განიცადა საზოგადოებაში ამ მრავალფეროვნებისადმი დამოკიდებულებამ.
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის ფარგლებში კონრად-ადენაუერის ფონდის ერთ-ერთი სტიპენდიატი.