მარიამ ცხოვრებაშვილი
სტუდენტი-
მარიამ ცხოვრებაშვილს დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა მედიაკომუნიკაციისა და კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე. სამაგისტრო ნაშრომი: „1992-93 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის ანალიზი 1993 წლის ქართულ პრესაში (შეფასებები, სიმბოლოები, მოსაზრებები)“.
ბოლო 6 წელია აქტიურად არის ჩართული ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო დიალოგში. დაინტერესებულია 80-90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებით, ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის, უშუალოდ შეიარაღებული ფაზისა და შემდგომი პერიოდებით.მუშაობს ბერგჰოფის ფონდის პროექტში „ისტორიის შესახებ დიალოგი, როგორც ნორმალიზაციის საფუძველი“ ერთ-ერთ ადგილობრივ კოორდინატორად. ფასილიტატორია როგორც ქართულ, ასევე ქართულ-აფხაზურ შეხვედრებზე.
ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. თავისუფალი დამსწრეა ბერნის უნივერსიტეტის სალექციო კურსზე „ომი, ისტორია და მეხსიერება; პოსტ-საბჭოთა სივრცის კონფლიქტები“.