ია ლოდია
სტუდენტი-
საბაკალავრო განათლება თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მივიღე. გავეცანი ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ფილოსოფია, ლიტერატურა, ანთროპოლოგია, ხელოვნება. გარდა ამისა, ყოველთვის მაინტერესებდა ტექნიკური სფერო და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მის პრაქტიკულადა განხორციელებასაც. შესაბამისად ცხადია, რომ სწავლისას ჩემი ინტელექტუალური მისწრაფებებიდან გამომდინარე უფრო და უფრო ფართოვდებოდა ჩემთის სამეცნიერო ინტერესის არეალი. მესამე კურსზე დავწერე ნაშრომი „სუბიექტის წარმოება თანამედროვე კაპიტალიზმში“, რომელიც სამომხმარებლო საზოგადოების ფონზე ინდივიდის კვლავწარმოების პროცესის კრიტიკაა სტრუქტურალისტურ და პოსტრსტრუქტურალისტურ ჭრილში. პარალელურად ვსწავლობდი საბჭოთა კულტურასა და პოლიტიკას, რამაც სახელმწიფო აპარატის მიერ ადამიანის ფსიქიკის ფორმირების საკითხისადმი ჩემი ინტერესი გაზარდა.
თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. ეს, ერთი მხრივ, გულისხმობს მცდელობას, ვკონცენტრირდე კონკრეტულ მიმართულებაზე, სწავლის პროცესი დავუკავშირო აქამდე უკვე მიღებულ გამოცდილებას და, მეორე მხრივ, გავიფართოვო ისტორიის ცოდნა.