გოჩა ვანაძე
კურსდამთავრებული
-
2016 წელს ჩავირიცხე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. საუნივერსიტეტო ცხოვრების საწყის ეტაპზევე დავინტერესდი პოლიტიკით, პოლიტიკის მეცნიერებებითა და პოლიტიკის ფილოსოფიით, შესაბამისად, ჩემი აკადემიური ნაშრომების ძირითადი ნაწილი პოლიტიკას უკავშირდება და უმეტესად ეხმიანება იმ პერიოდისთვის აქტუალურ საკითხებს. მესამე კურსზე ვიმუშავე თემაზე „საარჩევნო სისტემები – პოპულარული პარტიების პერფორმანსი სხვადასხვა საარჩევნო სისტემაში“. დამამთავრებელი კურსის ბოლო სემესტრში დავწერე საბაკალავრო ნაშრომი „არაძალადობრივი წინააღმდეგობა და დემოკრატიზაცია – წინაპირობების ანალიზი“, რომლითაც შევეცადე პასუხი გამეცა კითხვისთვის: რატომ სრულდება არაძალადობრივი დემოკრატიზაციის მცდელობები ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებით, ზოგჯერ კი – პირიქით.
ამჟამად დაინტერესებული ვარ დემოკრატიზაციის ქართული მცდელობებით, ინსტიტუციების დაფუძნების ჩვენეული პრაქტიკითა და ხელის შემშლელი ფაქტორებით საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიულ კონტექსტში.