გიორგი ჭკადუა
კურსდამთავრებული
-
2020 წელს დავამთავრე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზაგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ოთხი წლის განმავლობაში როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ტექნიკურ სამეცნიერო დარგებთან შეხებისშემდეგ მკაფიოდ ჩამომიყალიბდა შეხედულა მომავალი პროფესისა და საქმიანობის შესახებ. სხვადასხვა დისციპლინასა და საგნებს შორის ჩემი ყურადღება მხატვრულმა ლიტერატურამ და ფილოსოფიამ მიიპყრო. მესამე კურსზე ვიმუშავე თემაზე „ჰოლოკოსტის ტრავმა, ნარატივი და პიროვნების რეკონსტრუქციის პრაქტიკები“. ამ ნაშრომში სწორედ ლიტერატურისა და ფილოსოფიის გადაკვეთას შევეცადე. მსურდა დამედგინა, როგორია ტრავმის, როგორც კონცეფციის, სპეციფიკა, როგორი მახასიათებლები ჰქონდა ჰოლოკოსტის ტრავმას და რა გზები არსებობს მათ დასაძლევად. მთავარი სამუშაო ტექსტი იყო პრიმო ლევის „,თუ ეს ადამიანი“. ნაშრომზე მუშაობისას დავინტერესდი ქართული ისტორიული ტრავმებით, თუმცა საკმარისი რაოდენობის მასალა ვერ ვნახე, ამიტომ შევეცადე დამეწყო კვლევა. დავწერე საბაკალავრო ნაშრომი „,XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ისტორიული ტრავმების ნარატივი ლიტერატურაში“, რომელშიც განვიხილე ამ პერიოდის საბჭოური დისკურსისგან განსვავებული ნარატივები და ვეცადე, ხელოვნურად შექმნილი საბჭოური კოლექტიური მეხსიერებისგან გამომეხშირა, გამომეცალკევებინა და აღმებეჭდა რეალური საბჭოური ტრავმული გამოცდილება. ამასთანმესაუბრა მათი გამოუთქმელობისა და კოლექტიურ მეხსიერებად ვერგადაქცევის შედეგებზეც. პარალელურად დავიწყე სტატიების წერა ჟურნალ „ინდიგოსთვის“. ძირითადად საქართველოს უახლეს წარსულსა და თბილისის ისტორიაზე ვმუშაობ. ამ ეტაპზე მსურს ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიების გამოყენებით გავაერთიანო ყველა ჩემი ინტერესი, ერთ-ერთ ხელსაწყოდ ისტორიოგრაფიაც გამოვიყენო და განვაგრძო საბჭოური ტრავმების კვლევა.