გაბრიელ ჩუბინიძე

სტუდენტი
  • მე გახლავართ გაბრიელ ჩუბინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. საბაკალავრო ნაშრომი დავიცავი თემაზე: „ქალაქ წყალტუბოს ურბანული ტრანსფორმაცია,  საკურორტოდან დევნილთა ქალაქამდე“.  ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტტეტში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამაზე სწავლისას მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მივიღე კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდია 2020-2021 წლების შემოდგომა-ზამთრის სემესტრის განმავლობაში.

    განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ ქართულ-აფხაზური კონფლიქტითა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესებით. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით ვაპირებ აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას. გარდა ამისა, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ პროექტებში, მათ შორის ილიას სახელემწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ საზაფხულო სკოლაში  „რეგიონული კონფლიქტები და მშვიდობის პერსპექტივები“, რომელიც  უკრაინაში ჩატარდა. ასევე ვმონაწილეობდი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სხვადასხვა პროექტში, მათ შორის „მწვანე აკადემიაში“, საბჭოთა კვლევითი ლაბორატორიის პროექტებში და ა.შ.

    ამჟამად ვმუშაობ ბერგჰოფის ფონდის პროექტში „დიალოგი ისტორიის შესახებ, როგორც საფუძველი ნორმალიზაციისთვის“, როგორც ფასილიტატორი და ინტერვიუერი.