ფიქრია გეგიძე

სტუდენტი
  • 2014 წელს დავამთავრე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ვსწავლობდი შორეული აღმოსავლეთის, კერძოდ იაპონიის, მიმართულებით. 2015 წლიდან დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და 2016 წლის აპრილში იაპონიაში დიპლომატიურ მისიაში გავემგზავრე. ოთხი წელი საქართველოს საელჩოში, ქ. ტოკიოში, პირველი მდივნის პოზიციაზე ვიმუშავე. დიპლომატიური კარიერის დასაწყისიდანვე განსაკუთრებით დავინტერესდი საქართველოს თანამედროვე ისტორიით და ვაპირებ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების გარდაქმნისა და განვითარების გზების შედარებით კვლევას.