ბექა გაბელია
კურსდამთავრებული
-
ბექა გაბელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. 2019-2020 სასწავლო წელს ერასმუს + გაცვლითი პროგრამით დიდ ბრიტანეთში, გლაზგოს უნივერსიტეტში გაიარა სოციალური ისტორიის კურსები, კონცენტრირებული იყო რელიგიისა და გენდერის საკითხებზე ახალ და უახლეს ისტორიაში. მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტურ კონფერენციებში, მუშაობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლიკის საკითხებზე. ბექა იყო უნივერსიტეტთან არსებული ისტორიის კლუბის წევრი და მონაწილეობდა კლუბის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და საზაფხულო სკოლაში, რომელთა თემატიკა მოიცავდა დარგობრივ საკითხებს, ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიას. 2017 წელს ილიაუნის სახელით გაიმარჯვა საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“.
-
რჩეული პუბლიკაციები
2018 – “Childless Women in Georgia Between Religious Restrictions and Medical Opportunities”, In
Anthropology of the Middle East, Berghahn Journals, Pages: 24–42, DOI:https://doi.org/10.3167/
ame.2018.1301032018 – “უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო
შესაძლებლობებს შორის”, კრებულში რელიგია ყოველდღიურობაში, რედაქტორი ქეთევან
გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვერდები: 91-150;2012 – 2012 – “Anti-Modern and Anti-Globalist Tendencies in the. Georgian Orthodox Church”, Identity
Studies, Volume 4 (2012), Ilia State University Publishing, Pages: 118-137.