ალექსანდრე ჭავჭავაძე
სტუდენტი-
14 წლისამ პირველად გავიგე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუნკრების ამბავი და მოვინდომე, მეტი გამეგო მათ შესახებ. სამწუხაროდ ინფორმაციის მოძიება გამიჭირდა. ალბათ, პირველად სწორედ მაშინ დავფიქრდი თანამედროვე საქართველოს ისტორიის შესწავლაზე.
საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი მივიღე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც განმივითარდა გეოპოლიტიკური პარადიგმებისა და სხვადასხვა, განსაკუთრებით კი საქართველოზე, გავლენის მქონე ქვეყნების სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინების ჩვეულება. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, შემესწავლა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის საბჭოთაკავშირამდელი და დღევანდელი პერიოდები და იმდროინდელი საზოგადოების გეოპოლიტიკურ წესწყობილებაში მისაღები და შენარჩუნებადი ადგილის საპოვნელად გაღებული ძალისხმევა.
გარდა ამისა, ყოველთვის ვიჩენდი ინტერესს ლიტერატურის, მუსიკის, კინემატოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ფერწერის მიმართ; ხელოვნებისა და კულტურის ურთიერთგავლენა კი თავისუფალი საზოგადოების თვითფორმირებისთვის აუცილებელ პირობად მიმაჩნდა. შესაბამისად, მსურს, გამოვიკვლიო ქართველ ხელოვანთა რამდენიმე ჯგუფის ისტორია და განვითარება.