გიორგი ასტამაძე მოწვეული ლექტორები

-
დაიბადა 1987 წლის 25 აგვისტოს. 2004 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლა. 2004-2008 და 2008-2011 წლებში მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ისტორიაში თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს დაამთავრა მეორე მაგისტრატურა ევროპათმცოდნეობის მიმართულებით კარლსრუეს უნივერსიტეტში, (გერმანია). 2015 წლიდან ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში იკვლევს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს პირველი მსოფლიო ომის დროს. სამეცნიერო მოხსენებები გაკეთებული აქვს საქართველოში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში. არის საქართველოსა და გერმანიაში გამოცემული წიგნების ავტორი და თანაავტორი. ასევე რამდენიმე აკადემიური სტატიის ავტორი. ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
-
რჩეული პუბლიკაციები
- „ფრიდრიხ ფრაიჰერ კრეს ფონ კრესენშტაინი. ბავარიელი გენერალი და აღმოსავლეთმცოდნე. მოგონებები, დღიურები და მოხსენებები.“ პადერბორნი, 2020. გამომცემელი ვინფრიდ ბაუმგართი, თანაავტორი გიორგი ასტამაძე.
- „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 წლებში. დოკუმენტები და მასალები.“ თბილისი, 2019. დოკუმენტები და მასალები შეადგინეს, გერმანულიდან და ფრანგულიდან თარგმნეს, სამეცნიერო კომენტარები და წინასიტყვაობა დაურთეს გიორგი მამულიამ და გიორგი ასტამაძემ.
სტატიები ჟურნალებში
- „რატომ შემოვიდნენ გერმანელები კავკასიაში 1918 წელს?“ In: ჟურნალი „ისტორიანი“, N5 (77), თბილისი, 2017, გვ. 16-19.
- „გერმანული კოლონიალიზმი“, In: ჟურნალი „ისტორიანი“, N12 (48), თბილისი, 2014, გვ. 50-56.
- „თეთრი ვარდი“, In: ჟურნალი „ისტორიანი“, N9 (33), თბილისი, 2013, გვ. 54-58.
პუბლიკაციების ვრცელი სია
- „კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში 1912-1919 წლებში.“ „ქართული ემიგრაცია“, 8(9) 2019 გვ. 26-40.
- „გერმანია-ოსმალეთის დაპირისპირება კავკასიაში საქართველოს საკითხის გამო 1918 წელს“, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამეცნიერო კონფერენციისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი, 2018, გვ. 165-183.
- საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გერმანიის წარმომადგენლების ბიოგრაფიები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედია, თბილისი, 2018.
- „შულენბურგი და საქართველო“ http://german-georgian.archive.ge/ka/blog, 2018
- „კრესენშტაინები და კავკასია“ http://german-georgian.archive.ge/de/blog/18, 2017
- „გერმანულ-ქართული ურთიერთობები 1918-1921 წლებში“ http://german-georgian.archive.ge/de/blog/5, 2017
-
მიმდინარე სალექციო კურსები
- 1914-2000 წლების გლობალური ისტორია. სამაგისტრო კურსი
- მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმები: ნაციზმი, ფაშიზმი, კომუნიზმი. სამაგისტრო კურსი