სწავლა
თანამედროვე საისტორიო მეცნიერება: გამოცდილება და პერსპექტივები
კურსის ხელმძღვანელიპროფესორი მალხაზ თორია
- სავალდებულო კურსი
- 6 კრედიტი
- წინაპირობის გარეშე
კურსის მიზანია სტუდენტებისთვის თანამედროვე საისტორიო მეცნიერების ძირითად მახასიათებლებზე, ტენდენციებზე, თეორიულ კონსტრუქტებზე, კონცეპტებზე, მთავარ სკოლებსა და წარმომადგენლებზე სიღრმისეული ცოდნის მიცემა. ისტორიის, როგორც პროფესიული დისციპლინის, ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენდა მოდერნულსა და პოსტმოდერნულ სამყაროში, ძირითადად დასავლეთში, მიმდინარე კულტურული, სოციალური და პოლიტიკური პროცესები, შესაბამისად, დარგის კომპლექსური და რთული გამოცდილების გათვალისწინებით სტუდენტებმა უნდა შეძლონ კონკრეტული პერიოდის კონიუნქტურასა და ისტორიოგრაფიის მახასიათებლებს შორის ურთიერთმიმართების განსაზღვრა, ინტერპრეტაცია და ანალიზი.
კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ
სილაბუსი