სწავლა

თანამედროვე რუსეთი -– პოლიტიკა და საზოგადოება (1991-2018)

კურსის ხელმძღვანელიპროფესორი დავით დარჩიაშვილი

  • 6 კრედიტი
  • რუსეთის ისტორია პეტრე დიდიდან ოქტომბრის რევოლუციამდე; საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ისტორია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებისათვის რუსეთის, როგორც დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და კომპლექსური ისტორიის მქონე ქვეყნის, ძირითადი თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მახასიათებლების გააზრების ხელშეწყობა; საქართველოს მიმართ მისი აგრესიული დამოკიდებულების ლოგიკის გაგება; სტუდენტები შეიძენენ ცოდნას თანამედროვე რუსეთის შესახებ, რომლის კონტექსტი უმნიშვნელოვანესია  თანამედროვე საქართველოს ისტორიის გასაგებად. როგორც შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის შესწავლაა შეუძლებელი ბიზანტიისა და სპარსეთი ისტორიის გარეშე, ისეთივე შეუძლებელია დღეს საქართველოს ისტორიის გაგება რუსეთის ისტორიის გააზრების გარეშე. 

შესაბამისად, თანამედროვე რუსეთის ისტორია განხილული იქნება უემოციოდ, აკადემიურად, თეორიული ჩარჩოებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით.

კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ

სილაბუსი Course syllabus