სწავლა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) საერთაშორისო პოლიტიკაში

კურსის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე

  • 6 კრედიტი
  • წინაპირობის გარეშე

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მისი საგარეო პოლიტიკის შესახებ სიღრმისეული ცოდნის მიწოდება და  მსმენელებში ანალიტიკური, კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება საკითხის გარშემო დასავლეთ ევროპულ, რუსულ და ქართულ საარქივო პირველწყაროებზე მუშაობის მეშვეობით; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიის სიღრმისეული კვლევით მაგისტრანტების დაინტერესება ამ მიმართულებით სადოქტორო საფეხურზე კვლევის გასაგრძელებლად.

საარქივო პირველწყაროებსა და საუკეთესო საერთაშორისო ლიტერატურაზე მუშაობის შედეგად სტუდენტები დაინახავენ ბმას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებსა და თანამედროვე საქართველოს ადგილზე საერთაშორისო ურთიერთობებში.

კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ

სილაბუსი Course syllabus