სწავლა
მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმები: ნაციზმი, ფაშიზმი, კომუნიზმი
კურსის ხელმძღვანელიგიორგი ასტამაძე
- 6 კრედიტი
- წინაპირობის გარეშე
კურსის მიზანია მაგისტრანტებისთვის მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების ისტორიის სწავლება და საკითხის შესახებ საუკეთესო საერთაშორისო ლიტერატურის, პრესისა და წყაროების გაცნობა და დამუშავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტოტალიტარიზმის გენეზისს: მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის გლობალურ ისტორიაში ნაციონალიზმის, პოპულიზმისა და სოციალურ წინააღმდეგობათა განვითარებას. კურსი ხელს შეუწყობს სტუდენტებში სამეცნიერო წერისა და კვლევითი უნარების გამომუშავების პროცესს და ანალიტიკური უნარების ამაღლებას. კურსის გავლის შემდგომ სტუდენტს ცოდნაზე დაფუძნებულად შეეძლება წარსულის გამოცდილების კავშირის დანახვა თანამედროვე საზოგადოების ფორმირების, ტრავმებისა და აზროვნების პროცესებთან.
კურსის დეტალური სილაბუსი იხილეთ
სილაბუსი