სწავლის საფასურის გადახდა
სწავლის საფასურის გადახდა
უკან

სწავლის საფასურის გადანაწილება
სწავლის დაწყებამდე, სექტემბრის თვეში, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელშიც სტუდენტი თავად სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.
მაგისტრანტების შემთხვევაში: 2, 4, 6 და პირველ სასწავლო წელს 7, ხოლო მეორე სასწავლო წელს 10 თანაბარ ნაწილად.
არსებობს სწავლის საფასურის გადახდის რამდენიმე გზა:
ონლაინპორტალით: Mypay.ge. საკომისიო შეადგენს გადახდილი თანხის 1%-ს.
TBCPAY-ის აპარატებით. საკომისიო შეადგენს ფიქსირებულ 1 ლარს.
ნაღდი ანგარიშსწორებით ქვემოთ ჩამოთვლილ ბანკებში (თქვენ მიერ გადახდილი თანხა მაშინვე აისახება უნივერსიტეტის ახალ ფინანსურ სისტემაში):
- „ბაზისბანკი“ (გადახდა შეგიძლიათ საკომისიოს გარეშე)
- „საქართველოს ბანკი“
- „თიბისი ბანკი“
- „ბანკი ქართუ“
- „კრედო ბანკი“
- „ვითიბი ბანკი“
- „პაშა ბანკი“
შენიშვნა: სწავლის საფასურის გადახდისას, ჩვენი სტუდენტები მხოლოდ „ბაზისბანკში“ ისარგებლებენ შეღავათით და არ გადაიხდიან დამატებით საკომისიოს.
სწავლის საფასურის ბანკში გადახდისას, ბანკის თანამშრომელს უნდა მიეწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
სტუდენტის სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული მე-3 საფეხური, პროფესიული მე-4 საფეხური, პროფესიული მე-5 საფეხური, უმაღლესი პროფესიული, მოსამზადებელი კურსის საფასური, მსმენელი, სასერტიფიკატო კურსი)
სტუდენტის პირადი ნომერი.
- სწავლის საფასური
- მიღებული გრანტის ოდენობა
- გადასახდელი თანხა
-
100% გრანტი
2500
1125
0
-
0%
2250
0
2250

ფინანსური დავალიანებისა და ვადაგადაცილების შესახებ
სწავლის საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, სტუდენტს დააკისროს ფინანსური ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. თუმცა, სტუდენტს, რომელიც დადგენილ ვადაში გადაიხდის სწავლის საფასურს ზემოთ შეთავაზებული ნებისმიერი გზით და უნივერსიტეტში წარადგენს გადახდის დამადასტურებელ შესაბამის ქვითარს, მიუხედავად იმისა, როდის აისახება აღნიშნული თანხა საუნივერსიტეტო ანგარიშზე, მოეხსნება ვადაგადაცილების გამო დაკისრებული ჯარიმა.
საკონტაქტო ინფორმაცია
სწავლების საფასურის აღრიცხვა-ანგარიშის დეპარტამენტი
მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E113 ოთახი (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)
ტელ.: 2 22 00 09 (113)
სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკი

