ნათია ბურჯანაძე

ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
  • ნათია ბურჯანაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კულტურის კვლევების პროგრამის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტია. მას გერმანული ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოპოვებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    ნათია ბურჯანაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ჰუმანიტარული მეცნიერებების პროგრამის მიმართულებით. ასევე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების დიდაქტიკის კვლევით ცენტრში გერმანული ენის პედაგოგად.

    ნათია ბურჯანაძე DAAD-ის (გერმანული აკადემიური გაცვლითი სამსახური) სტიპენდიატია მაგისტრატურის საფეხურზე (ზაარბრიუკენი, გერმანია, 2002-2003). მას მიღებული აქვს ERASMUS + პროგრამის სტიპენდია, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  თანამშრომელს (უფსალა, შვედეთი 2019 წ.), ასევე,როგორც ენების დიდაქტიკის კვლევითი ცენტრის პედაგოგს (ბერლინი, გერმანია 2017 წ.). იგი გოეთეს ინსტიტუტის არაერთგზის  სტიპენდიატია (მანჰაიმი, გერმანია, 2011 წ., ბერლინი, გერმანია, 2007 წ., ბერლინი, გერმანია, 2017 წ.). 2021 წლის თებერვალში ნათია ბურჯანაძე გახდა გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ჩემი ონლაინგაკვეთილი“ გამარჯვებული.

    საკონტაქტო ინფორმაცია:

     natia.burjanadze@iliauni.edu.ge