ნინო ქოთოლაშვილი
სტუდენტი-
დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამა. ჩემი მეორადი კვალიფიკაცია პოლიტიკის მეცნიერებაა. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტში, რომლებიც უმეტესად პოლიტიკის საკითხებს ეხებოდა. მათ შორის პირველი იყო კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემია. დაინტერესებული ვარ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციით დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ჩემი კვლევის ძირითადი ინტერესია იდენტობა და მეხსიერება, ასევე ინსტიტუტები და პოლიტიკა.